top of page

Comment les lois draconiennes du Rêve Géorgien menacent la démocratie en Géorgie.

  • Nicola Lopez
  • il y a 4 jours
  • 8 min de lecture
Ani Akhmeteli participe à une manifestation à Tbilissi, Géorgie. Elle est entourée de manifestant·es tenant des pancartes et drapeaux, exprimant leur opposition au Rêve géorgien et leur soutien aux libertés démocratiques.

Ces dernières années, la Géorgie s’éloigne de plus en plus de la voie démocratique. Sous le gouvernement du Rêve géorgien, des lois draconiennes et des initiatives législatives ont gravement menacé les principes fondamentaux de la démocratie : la liberté d’expression a été restreinte, la Constitution est devenue un texte sans valeur réelle, et le gouvernement illégitime de la Géorgie limite chaque jour davantage les droits constitutionnels des citoyens.


Exemples concrets de protestation


Je souhaite évoquer plus en détail les protestations en cours en Géorgie à travers des exemples précis.


La protestation a toujours été pour moi une réponse à l’injustice, bien qu’au début je me sois limitée aux réseaux sociaux, probablement parce que j’étais plus jeune. Le « Rêve géorgien », auto-proclamé, a causé de nombreux problèmes pendant des années et continue de le faire aujourd’hui. Je me souviens très bien du 20 juin 2019, la « Nuit de Gavrilov », lorsque le Rêve géorgien a fait preuve d’une violence extrême contre des milliers de manifestants géorgiens.


Ani Akhmeteli participe à une manifestation à Tbilissi, Géorgie. Elle est entourée de manifestant·es tenant des pancartes et drapeaux, exprimant leur opposition au Rêve géorgien et leur soutien aux libertés démocratiques.

Le contexte du 20 juin à Tbilissi était la tenue de l’Assemblée interparlementaire sur l’orthodoxie. La session était présidée par le député russe Sergueï Gavrilov, un homme qui :

●      soutenait « l’indépendance » de l’Abkhazie et de la soi-disant Ossétie du Sud ;

●      est l’auteur de déclarations ouvertement anti-géorgiennes.


Il s’est assis dans le fauteuil du président du Parlement géorgien.

Il ne s’agissait pas d’une « erreur de protocole », mais bien d’une décision politique. Il faut rappeler que 22 % du territoire géorgien est occupé par la Russie, qui est l’ennemi direct de la Géorgie. Le peuple géorgien n’acceptera jamais la présence d’un député russe au Parlement, encore moins à la place du président.


La manifestation, devant le parlement ce jour là, a été violemment dispersée : gaz lacrymogènes, canons à eau et balles en caoutchouc tirées directement vers la tête et les yeux. Les journalistes ont été ciblés délibérément. Plus de 240 personnes ont été blessées, et deux ont perdu définitivement la vue.


Douilles de Balles en Caoutchouc et matricule russe. Manifestation à Tbilissi, en Géorgie : une foule dense de manifestant·es rassemblé·es dans l’espace public brandit des drapeaux géorgiens et des pancartes contre le parti au pouvoir, le Rêve géorgien. La mobilisation dénonce les orientations autoritaires du gouvernement et défend les libertés démocratiques.

Le ministre de l’Intérieur de l’époque, Giorgi Gakharia, a d’abord justifié la violence, puis a présenté des « excuses », sans pour autant être tenu responsable. Personne n’a été puni, personne n'a été jugé, la justice n’a pas été rendue.


La « loi russe »


Ensuite est apparue la première « loi russe », une législation obligeant les médias, ONG et plateformes civiques recevant plus de 20 % de financement étranger à s’enregistrer comme « agents d’influence étrangère ». Ce terme est directement emprunté à la législation russe.


Grâce à la mobilisation populaire, des milliers de citoyens ont protesté les 8 et 9 mars 2023, entraînant le retrait de la loi. Pourtant, près d’un an plus tard, elle a été réintroduite et adoptée en avril–mai 2024.


Élections truquées et tournant du 28 novembre


Puis sont venues les élections truquées du 26 octobre 2024. Bien que le Rêve géorgien ait toujours manipulé les élections, cette fois-ci la fraude était flagrante. La Constitution a été piétinée, les manifestations ont éclaté, et une protestation ininterrompue a débuté le 28 novembre.


Ani Akhmeteli participe à une manifestation à Tbilissi, Géorgie. Elle est entourée de manifestant·es tenant des pancartes et drapeaux, exprimant leur opposition au Rêve géorgien et leur soutien aux libertés démocratiques.

Ce jour-là, le président auto-proclamé du Parlement, Irakli Kobakhidze, a déclaré :

« Nous avons décidé de ne pas ouvrir les négociations avec l’Union européenne avant la fin de 2028 et de refuser toute subvention budgétaire de l’UE jusqu’à cette date. »

En quelques heures, l’avenue Rustaveli fut remplie de milliers de personnes. Cette mobilisation spontanée fut immédiatement réprimée.


Les forces de l’ordre ont utilisé des canons à eau mélangés à des gaz suffocants et du spray au poivre. Le régime a également utilisé le bromobenzyl cyanide, un agent chimique militaire de la Première Guerre mondiale, aujourd’hui interdit dans les démocraties.


Le NIH et le CDC américains classent cette substance comme hautement toxique et potentiellement mortelle. La BBC a consacré un documentaire à ces événements.


Ani Akhmeteli participe à une manifestation à Tbilissi, Géorgie. Elle est entourée de manifestant·es tenant des pancartes et drapeaux, exprimant leur opposition au Rêve géorgien et leur soutien aux libertés démocratiques.

 

Aujourd’hui, la Géorgie compte plus de 100 prisonniers politiques, dont 6 femmes et 15 hommes membres importants de l’opposition, y compris l’ancien président Mikheïl Saakachvili. Le 28 novembre 2024 marque un tournant : le début de la plus longue protestation continue de l’histoire de la Géorgie.


Il y a eu des amendes pour blocage de routes, l’interdiction des masques, des poursuites pour simple présence sur les trottoirs, j’en ai moi-même été victime. Ces procès absurdes illustrent la dérive autoritaire du régime.


La société civile et les médias indépendants sont systématiquement discrédités sous couvert de « sécurité nationale » et de « souveraineté ». Ces lois instaurent un climat de peur et affaiblissent les contre-pouvoirs.


Sous le Rêve géorgien, le pouvoir s’est concentré, l’indépendance judiciaire s’est érodée et le Parlement a perdu son rôle de contrôle.


Les lois draconiennes sont incompatibles avec les valeurs fondamentales de l’Union européenne. Le recul démocratique menace l’avenir européen souhaité de la Géorgie.


Ani Akhmeteli participe à une manifestation à Tbilissi, Géorgie. Elle est entourée de manifestant·es tenant des pancartes et drapeaux, exprimant leur opposition au Rêve géorgien et leur soutien aux libertés démocratiques.

Ces lois draconiennes du Rêve géorgien ne sont pas des mesures isolées. Elles forment un système de répression visant à étouffer la dissidence. La démocratie ne meurt pas en un jour, elle s’effondre lentement, au nom de la loi. Résister à ce processus est une nécessité historique pour l’avenir libre et démocratique de la Géorgie.



Ani Akhmeteli participe à une manifestation à Tbilissi, Géorgie. Elle est entourée de manifestant·es tenant des pancartes et drapeaux, exprimant leur opposition au Rêve géorgien et leur soutien aux libertés démocratiques.

Texte en géorgien :


“როგორ უქმნის საფრთხეს ქართული ოცნების დრაკონული კანონები დემოკრატიას საქართველოში”

 

შესვალი

ბოლო წლებში საქართველო სულ უფრო და უფრო შორდება დემოკრატიულ გზას. „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში მიღებულმა დრაკონულმა კანონებმა და საკანონმდებლო ინიციატივებმა სერიოზული საფრთხე შეუქმნა დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს — შეგვეზღუდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფება, კონსტიტუცია მხოლოდ ფურცელზე დაწერილი სიტყვები გახდა, საქართველოს არალეგიტიმური მთავრობა დღითიდღე გვიზღუდავს კონსტიტუციურ უფლებებს.


პროტესტის კონკრეტული მაგალითები (არასრული)


მინდა ცოტა ვრცლად გესაუბროთ საქართველოში მიმდინარე პროტესტზე კონკრეტული მაგალითებით.

პროტესტი ყოველთვის მიჩნდებოდა უსამართლობაზე, თუმცა თავიდან მხოლოდ სოციალურ ქსელებში დაპოსტვით შემოვიფარგლებოდი, ალბათ იმიტომ რომ პატარაც ვიყავი, თვითაღიარებული “ქართული ოცნება” უამრავ პრობლემას ქმნიდა წლების განმავლობაში და დღემდეც აგრძელებს. მახსოვს 2019 წლის 20 ივნისი - “გავრილოვის ღამე”, რა დროსაც ქართულმა ოცნებამ განსაკუთრებული სისასტიკე გამოიჩინა ათასობით ქართველი მომიტინგის მიმართ, რა იყო 20 ივნისის წინაპირობა, თბილისში ტარდებოდა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა. სხდომას უძღვებოდა რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი - ადამიანი, რომელიც:

●      მხარს უჭერდა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობას“

●      ღიად არის ანტიქართული განცხადებების ავტორი.

იგი დაჯდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში.ეს არ იყო „პროტოკოლური შეცდომა“ — ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება.


აქვე შეგახსენებთ რომ საქართველოს 22% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და რუსეთი არის საქართველოს პირდაპირი მტერი, ამიტომ ქართელი ხალხი არასდროს დაუშვებდა და არც დაუშვებს რუსი გავრილოვის პარლამენტში ყოფნას, მითუმეტეს მისი პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე დაჯდომას.


საპროტესტი აქცია დაშალეს უმკაცრესად, სპეცრაზმმა გამოიყენა ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი, რეზინის ტყვიები პირდაპირი დამიზნებით - თავში, თვალებში და სხეულზე, ჟურნალისტებს მიზანმიმართულად ურტყამდნენ. 240-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, ორმა ადამიანმა კი თვალი სრულიად დაკარგა.


მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია თავდაპირველად ამართლებდა ძალადობას, მოგვიანებით „ბოდიში მოიხადა“, მაგრამ არ დასჯილა, უნდა აღინიშნოს რომ არავინ არ დასჯილა, არავინ გასამართლებულა, სამართალი არ აღსრულებულა.


შემდეგ იყო პირველი ე.წ რუსული კანონი - ეს არის კანონი, რომელიც ავალდებულებს მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, სამოქალაქო პლატფორმებს, რომ თუ მათი დაფინანსების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან შემოდის, დარეგისტრირდნენ როგორც „უცხოური გავლენის აგენტები“ (ან მსგავსი დამამცირებელი სტატუსით). ეს ტერმინი პირდაპირ გადმოწერილია რუსეთის კანონმდებლობიდან, სწორედ ამიტომ ქვია “რუსული კანონი”.

ქართელი ხალხის ერთიანობითა და ბრძოლით 2023 წლის 8-9 მარტს გარეთ გამოვიდა ათასობით ადამიანი ამ კანონის გასაპროტესტებლად და ვითხოვდით მის უკან გაწვევას. კანონი გაიწვიეს, თუმცა თითქმის 1 წლის თავზე ისევ შემოაბრუნეს და სამწუხაროდ მიიღეს, რასაც ვიხსენებთ ეგრედ წოდებულ მეორე რუსულ კანონად, 2024 წლის აპირილი - მაისი.


შემდეგ იყო გაყალბებული არჩევნები, 2024 წლის 26 ოქტომბერი (“ქართული ოცნება” მისი მმართველობის ბოლო წლებში მუდმივად აყალბებს არჩევნებს, თუმცა ეს განსაკუთრებულად ხილული იყო), თავზე დახეული კონსტიტუცია, პროტესტი და საბოლოოდ შედეგად მივიღეთ             1 წლიანი უწყვეტი პროტესტი რომელიც დაიწყო 28 ნოემბრიდან.


28 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის თვითაღიარებულმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თქვა შემდეგი სიტყვები, ვციტირებ: “დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.“ - ამ სიტყვებმა ქართველ ხალხში ისეთი ბრაზი გამოიწვია, რომ სულ რაღაც 3-4 საათში თბილისის მთავარი გამზირი “რუსთაველი” და პარლამენტის წინამდებარე ტერიტორია ათასობით ადამიანით გაივსო, მე ამდენი ხალხის დაუგეგმავად და ერთიანად გამოსვლა არ მახსოვს, ადამიანები გაბრაზდნენ და პროტესტის ნიშნად ყველა გამოვიდა გარეთ, იმ ღამესვე, რა თქმა უნდა, დაგვარბიეს, გამოიყენეს ახალი წყლის ჭავლის მანქანები, რომელშიც წყალთან ერთად შერეული იყო მხუთავი აირი და წიწაკის სპრეი, ამ ყველაფერს კი დამიზნებით გვასხავდნენ, სწორედ ამ დღეებში რეჟიმმა საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენა Bromobenzyl cyanide-ს, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენეს, უკვე ათეულობით წელია, დემოკრატიული ქვეყნები მიტინგების დასაშლელად აღარ იყენებენ, რადგან ძლიერად ტოქსიკურია და შესაძლოა, მაღალი კონცენტრაციით, ლეტალურიც იყოს. აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის [National Institute of Health] განახლებულ ბაზაში Bromobenzyl cyanide იძებნება, როგორც სამხედრო დანიშნულების ცრემლმდენი გაზი - ძლიერ ტოქსიკური.


„იწვევს თვალებისა და ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას. მაღალი კონცენტრაციით ზემოქმედებამ შესაძლოა ლეტალური შედეგი გამოიწვიოს. წვის დროს წარმოიშობა ტოქსიკური აზოტის ოქსიდი“, - მითითებულია ინსტიტუტის ოფიციალურ გვერდზე.


CDC საზოგადოებას აფრთხილებს, რომ ამ ნივთიერებებმა, გამოყენების დოზებისა და წესების დაცვის გარეშე, შესაძლოა მძიმე კვალი დატოვონ ადამიანის ჯანმრთელობაზე და ძლიერი ინტოქსიკაცია შესაძლოა სიკვდილითაც დასრულდეს. მითითებულია, რომ:

●      ასეთ დროს ადამიანი შეიძლება დაიღუპოს ყელისა და ფილტვების მძიმე ქიმიური დამწვრობის შედეგად; სუნთქვის გაჩერებით.

●      გართულებულ შემთხვევებში მოსალოდნელია სიბრმავე, გლაუკომის, კატარაქტის განვითარება; ასთმის ჩამოყალიბება.


ამასთან დაკავშრებით BBC იმ დოკუმენტური ფილმიც კი გადაიღო.

 

ამ ყველაფერთან ერთად უნდა აღვნიშნო ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ დღეს საქართველოს ყავს 100-ზე მეტი რეჟიმის ტყვე, აქედან 6 ქალია, 15 კი ოპოზიციური ლიდერი, რომელთაგანაც ერთ-ერთი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია.


ეს იყო პროტესტის გარდამტეხი დღე ჩემი აზრით, რადგან სწორედ რომ 2024 წლის 28 ნოემბერსდაიწყო პროტესტი, რომელიც დღემდე გრძელდება, ეს არის საქართველოს ისტორიაში ყველაზე გრძელვადიანი უწყვეტი პროტესტი.

თავიდან სრულიად უპრობლემოდ იკეტებოდა გზა, ეწყობოდა მარშები, იგეგმებოდა სხვადასხვა აქტივობები, პროტესტთან ერთად კი “ქართული ოცნება” სხვადასხვა დრაკონულ კანონებსაც გვაშველებდა, თავიდან დაიწყეს ჯარიმები გზის გადაკეტვაზე, შემდეგ სახის დაფარვის აკრძალვა, ბალაკლავების აკრძალვა, ბოლოს პირბადეებიც კი აკრძალეს, რაცარუნდა სასაცილოდ ჟღერდეს ადამიანები პირბადის ტარების გამო დააჯარიმეს, და რომ გვეგონა ამაზე უარესს ვეღარაფერს მოიფიქრებდნენ, მოიფიქრეს - ადამიანები გაასამართლეს ტროტუარზე დგომის გამო, ეს უბრალოდ სასაცილოც არ არის, მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ, ჩემს საქმეს განიხილავდა სანქცირებული მოსამართლე ზვიად ცეკვავა, რომელმაც 3 სასამართლო სხდომის შემდეგ სიტყვიერი გაფრთხილებით გამათავისუფლა, თუმცა ამავე ზვიად ცეკვავამ ერთ-ერთი აქტივისტი პატიმრობაში გაუშვა 5 დღით, მხოლოდ იმიტომ რომ ვიყენებდით ჩვენს კონსტიტუციურ უფლებას, გამოვხატავდით პროტესტს მშვიდობიანად და ვიდექით ტროტუარზე, სადაც არავის ხელს არ ვუშლიდით გადაადგილებაში, ჩვენს გარდა კიდევ 6 ადამიანი “გასამართლა” ტროტუარზე დგომის გამო რეჟიმის კიდევ სამმა მოსამართლემ - დავით მაკარაძე, მანუჩარ ცაცუა და თორნიკე კაპანაძე - ეს ის მოსამართლეები არიან ვინც დაიწყო ტროტუარზე დგომის გამო ადამიანების გასამართლება, ყველამ უნდა იცოდეს რომ ესენი არიან რეჟიმის მოსამართლეები და არიან უსამართლო მოსამართლეები.


სამოქალაქო სივრცის შევიწროება

ერთ-ერთი ყველაზე საგანგაშო ტენდენციაა სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის მიზანმიმართული დისკრედიტაცია. ხელისუფლება კანონებს ხშირად „გამჭვირვალობის“, „ეროვნული უსაფრთხოების“ ან „სუვერენიტეტის“ სახელით ამართლებს, თუმცა რეალურად ისინი მიმართულია არასამთავრობო ორგანიზაციების, აქტივისტებისა და კრიტიკული მედიის წინააღმდეგ.

ამგვარი კანონები ქმნის შიშის ატმოსფეროს, ზღუდავს მოქალაქეთა ჩართულობას და ასუსტებს იმ ინსტიტუტებს, რომლებიც ხელისუფლების კონტროლს უზრუნველყოფენ. დემოკრატია ვერ ფუნქციონირებს მაშინ, როცა კრიტიკული ხმა მტრად არის გამოცხადებული.


პროტესტისა და განსხვავებული აზრის კრიმინალიზაცია

დემოკრატიულ სახელმწიფოში მშვიდობიანი პროტესტი მოქალაქის უფლებაა. საქართველოში კი ბოლო წლებში კანონმდებლობა გამკაცრდა ისე, რომ საპროტესტო აქციებში მონაწილეობა შეიძლება დასჯადი გახდეს მძიმე ჯარიმებით, დაკავებით ან ძალადობრივი ჩარევით.

სახელმწიფო პროტესტს „წესრიგის დარღვევად“ წარმოაჩენს, სინამდვილეში კი ცდილობს მოქალაქეთა დაშინებას. როცა გამოხატვის თავისუფლება საფრთხის ქვეშ დგება, პოლიტიკური მონაწილეობა პრივილეგიად იქცევა და არა უფლებად — ეს კი ავტორიტარიზმის ნიშნულია.


ძალაუფლების კონცენტრაცია და ინსტიტუტების დასუსტება

დრაკონული კანონები განსაკუთრებით საშიშია მაშინ, როცა ქვეყანაში სუსტია ძალაუფლების გამაკონტროლებელი მექანიზმები. „ქართული ოცნების“ პირობებში შეინიშნება ძალაუფლების კონცენტრაცია ერთ პარტიაში, სასამართლოს დამოუკიდებლობის erosion და პარლამენტის კონტროლის ფუნქციის ფორმალიზაცია.


როდესაც სასამართლო პოლიტიკურ გავლენას ემორჩილება, ხოლო პარლამენტი მთავრობის დანამატად იქცევა, კანონები აღარ ემსახურება საზოგადოებრივ ინტერესს — ისინი ძალაუფლების შენარჩუნების ინსტრუმენტად გარდაიქმნება.


დემოკრატიის ევროპული პერსპექტივის დაზიანება

საქართველო დეკლარირებულად ევროპულ გზას ირჩევს, თუმცა დრაკონული კანონები ამ არჩევანს შინაარსს აცლის. ევროკავშირის ფუნდამენტური ღირებულებები — ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა და პლურალიზმი — შეუთავსებელია რეპრესიულ მმართველობასთან.

საერთაშორისო პარტნიორების არაერთი გაფრთხილება ნათლად მიუთითებს, რომ საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ შიდა პოლიტიკურ სტაბილურობას, არამედ ქვეყნის ევროპულ მომავალსაც.


დასკვნა

„ქართული ოცნების“ დრაკონული კანონები არ წარმოადგენს იზოლირებულ სამართლებრივ ნაბიჯებს. ისინი სისტემურად ემსახურება კრიტიკული აზრის ჩახშობას, სამოქალაქო საზოგადოების დასუსტებას და ძალაუფლების უკონტროლო კონცენტრაციას.


დემოკრატია არ კვდება ერთ დღეში — ის იშლება ეტაპობრივად, კანონების სახელით. სწორედ ამიტომ, ამ პროცესის დროული შეფასება და წინააღმდეგობა აუცილებელია, თუ საქართველოს თავისუფალი და დემოკრატიული მომავალი გვინდა.


 

 
 
bottom of page